მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა აბასთუმანში, მდინარე ოცხეს კალაპოტების, ხიდების, მთავარი და საუბნო გზების რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 51 მილიონ ლარზე გამოცხადდა.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და მოიცავს ე.წ მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაციას.
მდინარე ოცხეს ორივე მხარეს მოეწყობა ბულვარი (ხეივანი), გაკეთდება ველობილიკები.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანი დაბა აბასთუმანში მობილობის გაუმჯობესებაა.