„ევროპული საქართველოს“ ოფისში სერგო რატიანმა პოლოტსაბჭოს წევრ მარიამ რამინაშვილთან ერთად მასწავლებლების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.
პარტიის წევრთა განცხადებით, საუბარია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალაზე, სადაც ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელ მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტით უხეშად დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი.
„ევროპული საქართველოს“ წევრები მოუწოდებენ პრემიერსა და განათლების მინისტრს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით, დაიცვან კანონის უზენაესობა და უზრუნველყონ სკოლების დისტანცირება პოლიტიკური აქტივობებისგან.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი