რუსთავის სტამბულის ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

445

რუსთავის სტამბულის ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. მოვაჭრეები მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

როგორც ცნობილია, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაზრობები არ გაიხსნება.

მე-12 მიკრორაიონში სატმბულის ბაზარზე, 40-მდე მოვაჭრეა შეკრებილი და გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ზამთრის ტანსაცმლის რეალიზებას მომავალ წლამდე ვეღარ შეძლებენ.