მდინარაძე: შეიძლება არც მეხუთე რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო და შთამბეჭდავი შედეგის მომტანი

390

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეიძლება არც მე-5 რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო, შთამბეჭდავი შედეგის მომტანი, ამიტომ ყველა კომპრომისზე უნდა წავიდეს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მმართველი გუნდმა კომპრომისის უპრეცენდენტო ვერსია დავდო.

„ყველას ეგონა, რომ მე-3, ან მე-4 რაუნდი იქნებოდა ბოლო, შეიძლება არც მე-5 რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო და ვთქვათ, შთამბეჭდავი შედეგის მომტანი. ყოველ შემთხვევაში, ერთი ამოცანის წინაშე ვდგავართ – თუ ვფიქრობთ ყველანი ერთად სახელმწიფოებრივად, ყველა კომპრომისზე უნდა წავიდეს. ჩვენ კომპრომისის უპრეცედენტო ვერსია დავდეთ, მოლაპარაკების მაგიდასთან რიგგარეშე არჩევნები დავდეთ 1%-იანი გადაცდომის შემთხვევაში. ახლა ჯერია ოპოზიციაზე”, – განაცხადა მდინარაძემ.