დავითულიანი: მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ყველა სახის კომპრომისი შესთავაზა, რიგგარეშე არჩევნებზე კი, თავიდანვე ვთქვით, რომ არის წითელი ხაზი

416

მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ყველა სახის კომპრომისი შესთავაზა, რაც შეიძლებოდა შეეთავაზებინა ერთის გარდა, რიგგარეშე არჩევნები, რომელზეც თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არის წითელი ხაზი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ქართველი ხალხის ნება რევიზიას ვერ დაექვემდებარება.

„სამწუხაროდ, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების არეალი საკმაოდ დავიწროვდა. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ისინიც ამბობენ, რომ ამ პოზიციას არ ეთანხმებიან. იმედია, რაღაც შედეგით გამოვალთ. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ აქ ოპოზიცია იყოს, მაგრამ ოპოზიციამ თავად გააკეთა არჩევანი, მათ თქვეს, რომ არ უნდათ ის რეალობა მიიღონ, რაც ხალხმა მიანიჭა, მთლიანი ხელისუფლება უნდათ, რაც მათთვის ხალხს არ მიუნიჭებია. შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობაა უნდათ, მოვალეობებს განახორციელებენ, უნდათ – არა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.