ოპოზიციის წევრებმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მანდატების გაუქმების თაობაზე ოფიციალურად მიმართეს

393

აჭარის უმაღლეს საბჭოს ოპოზიციის წევრებმა მანდატების გაუქმების თაობაზე ოფიციალურად მიმართეს.

დეპუტატებმა განცხადებები ინდივიდუალურად წარადგინეს და განაცხადეს, რომ ისინი აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველი გუნდი მოპარული ხმებით შევიდა.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.

„არ ვაპირებთ იმ უმაღლეს საბჭოში შესვლას, სადაც მოპარული ხმებით ბიძინას მონები სხედან. ბრძოლას გავაგრძელებთ ქუჩაში, პროტესტი რომელიც 48 დღის წინ დაიწყო გამარჯვებამდე მივა“, – განაცხადა ბაგრატიონმა.