თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განაცხადი უკვე შეიტანა და მისი განხილვა რეგლამენტირებულ ვადაში მოხდება

387

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განაცხადი უკვე შეიტანა და მისი განხილვა რეგლამენტირებულ ვადაში მოხდება.

„ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტს ასეთი განცხადებებით უკვე მიმართა. ამ განცხადებების განხილვა და მათზე გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს პარლამენტით რეგლამენტით გათვალისწინებული წესით მოხდება, ზუსტად იმ ვადებში, როგორც ეს რეგლამენტშია მოცემული. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ის, რა თქმა უნდა, რეგლამენტში მოცემულ წესს ემთხვევა. ოფიციალური მომართვების შემდეგ საპროცედურო კომიტეტს აქვს რეგლამენტით დადგენილი ვადა, როდესაც მათ უნდა გადაამოწმონ განცხადების შემომტანი პირების რეალური გადაწყვეტილება, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მხოლოდ დადასტურების შემდეგ კი ეს გადაწყვეტილებები ბიუროს და პლენარულ სხდომას წარედგინება”, – განაცხადა თალაკვაძემ.