თელავისა და მურატფაშას მერებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

379

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური დელეგაცია, მერის, ლევან ანდრიაშვილის ხელმძღვანელობით, თურქეთში იმყოფებოდა. ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ანტალიაში, მურატფაშას მუნიციპალიტეტში, კალეიჩის ძველი ქალაქის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო. აქტივობები ტურიზმის განვითარების მიმართულებით ქალაქების კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

მერიის ინფორმაციითვე, ვიზიტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და მურატფაშას მერმა, უმით უისალმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში 27 ქვეყნის 52 ქალაქის წარმომადგენელი მონაწილეობდა.