რუსთავში საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარამდე შემცირდა

383

წინა სტატია

რუსთავში საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარამდე შემცირდა. როგორც ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, ბიუჯეტი, რომელიც საახალწლო განათებებისთვის პირველ ეტაპზე გაითვალისწინეს, ამოქმედებული კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე დაკორექტირდა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

“კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ შევკვეცეთ ბიუჯეტი, 75 00 ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ რაც ამოქმედდა შეზღუდვები, გადავწყვიტეთ, რომ თანხა შეგვემცირებინა”, – აცხადებს რევაზ გოგიძე.

“რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელის ინფორმაციით, წელს რუსთავში წინასაახალწლოდ ცენტრალური ქუჩები მოირთვება და შარშანდელისგან განსხვავებული ილუმინაციებისა თუ აქსესუარების შეძენა არ მოხდება.

“ცენტრალური ქუჩები მოირთვება შემოსასვლელიდან მერიამდე. ვყიდულობთ მხოლოდდამხოლოდ იმ წვრილმან და აუცილებელ დეტალებს, რომელიც აკლია შარშანდელ განათებებს”, – აცხადებს რევაზ გოგიძე.

რამდენიმე დღის წინ რუსთავის მერიაში აცხადებდნენ, რომ ქალაქში სადღესასწაულოდ განათებების მონტაჟისთვის მიმდინარე წელს, რუსთავის ბიუჯეტიდან 75 000 ლარი იყო გამოყოფილი.