რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟი დღეს კოსტავას გამზირზე მიმდინარეობდა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
სამუშაოებს ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრი” ახორციელებს. პირველ ეტაპზე, ცენტრის ტექნიკურმა ჯგუფმა კოსტავას გამზირზე არსებული ხეები მორთო.
მერია, ტრადიციულად, სადღესასწაულოდ ქალაქში განათებების მონტაჟს დეკემბრის თვის დასაწყისიდან იწყებს. აღნიშნული სამუშაოებისთვის, მიმდინარე წელს, რუსთავის ბიუჯეტიდან 75 000 ლარია გამოყოფილი.
სხვა დამატებითი დეტალები, როგორ შეხვდება კოვიდრეგულაციების ფონზე 2021 წელს რუსთავი, ჯერჯერობით ცნობილი არაა. მოეწყობა თუ არა სხვადასხვა საახალწლო ღონისძიება, განახლდება თუ არა მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ცენტრალურ მოედანზე იდგმება და იქნება თუ არა ქალაქი მორთული ორიგინალური დეკორაციებით, ამასთან დაკავშირებით “ინფო რუსთავი” ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.