USAID-სა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოს“ შორის ორწლიანი პარტნიორობის ახალი ეტაპი დაიწყო. ამ პარტნიორობის მიზანია საქართველოს ეკონომიკაში წაახალისოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI). ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომელიც საქართველოში მოიზიდავს მაღალი ღირებულებისა და მაღალშემოსავლიან საერთაშორისო ინვესტორებს და საქართველოს კერძო სექტორს დაეხმარება COVID-19-ით შექმნილი გამოწვევების გადალახვაში.
ამასთანავე, ინიციატივის ფარგლებში განვითარებული ინოვაციური ეკონომიკა საქართველოს მოსახლეობისთვის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის.
“ეს ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას,
ინვესტიციების მოზიდვას ინოვაციურ მრეწველობაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო
ადგილების შექმნას და ქვეყნის კონკურენტულ, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას”- ამბობს
USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. “პარტნიორობა ხელს შეუწყობს
USAID-ის ახალი სტრატეგიის განხორციელების დაჩქარებას, რომელიც გულისხმობს კერძო
სექტორის გაძლიერებას, რათა შეიქმნას მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობები
და განვითარდეს ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა
მოქალაქეს.”
“უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან მუშაობით
გავზრდით ინვესტიციების მოზიდვის არეალს გლობალურ მასშტაბზე“ – ამბობს აწარმოე
საქართველოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.
USAID-ის ახალი მიდგომა, კერძო სექტორის გაძლიერებისთვის
აწარმოე საქართველოსთან პარტნიორობა USAID-ის 2020-2025 წლების განვითარების
სტრატეგიის კარგი მაგალითია. ამ სტრატეგიით იხელმძღვანელებს სააგენტო შემდგომი
ხუთი წლის განმავლობაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის გაძლიერებას. ამ წლების
განმავლობაში USAID გაზრდის კერძო სექტორის მხარდაჭერას. კერძოდ, ინოვაციებისა და
ინვესტიციების მოზიდვით, ასევე კონკურენტუნარიან ბაზრებთან კავშირების დამყარებით ხელს შეუწყობს საქართველოში არსებულ კომპანიებს მიიღონ მაღალი შემოსავლები და
შექმნან მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.
USAID-ის პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, დაეხმარება
მთავრობას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხელშემწყობი ეკონომიკური რეფორმების
განხორციელებაში, რაც თავის მხრივ წაახალისებს ეკონომიკის წამყვანი სექტორების
კონკურენტუნარიანობას; დაეხმარება კომპანიებს მაღალი ღირებულების ბაზრებზე
გასვლაში, მრავალფეროვანი ინვესტიციების მოზიდვაში, ბუნებრივი რესურსების მდგრად
მართვასა და შრომითი ბაზრის შესაფერისი სამუშაო ძალის უზრუნველყოფაში.