ემზარ კვიციანი: პარტიულ სიაში 150 ადამიანიდან ნახევარი თუ ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის

983

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით, საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების თაობაზე ვალდებულება არ უნდა იყოს. კვიციანის განცხადებით, საქართველოში ქალები შეზღუდული არ არიან, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ.

“ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს დაძალება არ უნდა იყოს. ჩვენს პარტიას სურს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იყოს, არჩევნებზე მისვლა სავალდებულო გახდეს და თურმე, ეს იმის გამო არ შეიძლება, რომ ეს დაძალებაა. შესაძლებელია, რომ ზარმაცი ადამიანი იძულებით გამოიყვანო, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება და ის შეიძლება, რომ პარტიაში ქალი იძულებით მოგაყვანინონ?! – საქართველოში 240 პარტიაა და პარტიული სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?! არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ოჯახს უფრო უვლიან, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა ურჩევნიათ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დღეს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაზე იმსჯელარომელიც გენდერული კვოტირების ამოქმედებას ითვალისწინებს და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

წყარო: იმედინიუსი