ვაშაძე: რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ადრეა, ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება

329

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრით არაფერი არ დასრულდება, ხოლო კომპრომისზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ადრეა. ამის შესახებ ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის პარტიებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ყველაფერი დამოკიდებულია შეხვედრაზე. ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. რაიმე კომპრომისზე ლაპარაკი ადრეა. ამ შეხვედრით არაფერი დასრულდება. იმედია, ამის ილუზია არავის აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ესწრებიან ფასილიტატორი ელჩები. „ქართული ოცნების” მხრიდან ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრება, რომელმაც განაცხადა, რომ დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.