საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიებისა და ელჩების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
„შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებ. ახალს ვერაფერს გეტყვით. რომ მორჩება შეხვედრა კი, თვისუფლად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.