ელისაშვილი: მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაიმართება, რაც ოპოზიციის შეჯერებულ პოზიციას ელჩები „ქართულ ოცნებას“ გააცნობენ

361

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრაზე ოპოზიცია შეჯერებული პოზიციით მივიდა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ, მას შემდეგ გაიმართება, რაც მათ პოზიციას ელჩები „ქართულ ოცნებას“ გაანცობენ.

„მოვედით საერთო ოპოზიციურ შეხვედრაზე ელჩებთან, მოვედით საერთო პოზიციით, რასაც შევთავაზებთ. რამდენიმე პუნქტია და შემდეგ ალბათ, ელჩები გააცნობენ „ქართულ ოცნებას“ ჩვენს შეჯერებულ პოზიციას. ამის შემდეგ იქნება მესამე რაუნდი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით წითელ ხაზებზე საუბრობს, ელისაშვილი აცხადებს, რომ რას ამბობენ ისინი არ არის მნიშვნელოვანი და მთავარია, საბოლოოდ რაზე მოხდება შეთანხმება.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრას გამართავენ.