ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირის მესამე შესახვევში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მოასფალტდა გზის საფარი, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „დაგი პლიუსი“ ასრულებს, რისთვისაც 258 ათასი ლარი იხარჯება.
“ქუთაისში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კეთდება როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე შიდა გზები, იცვლება ღვარსადენი სისტემები, წესრიგდება ტროტუარები. ახალგაზრდობის გამზირის ეს მონაკვეთი ძალიან იყო დაზიანებული. აქ მალე დასრულდება გზის რეაბილიტაცია და გადაადგილება კომფორტული იქნება როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის” , – განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისი მერიის ცნობით, საგზაო- სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.