როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები მათი თვალთახედვით გაყალბებულია მანამ, ვიდრე სასურველი შედეგები არ დადგება,- ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ ცესკოს სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღონ.
მან ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყნის და ხალხის მიერ გამოხატული ხმები შემაჯამებელ ოქმშია ასახული.
„როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები მათი თვალთახედვით გაყალბებულია მანამ, სანამ სასურველი შედეგები არ დადგება. ქვეყნის და ხალხის მიერ გამოხატული ხმები არის სწორედ განაწილებული იმ 9 საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც ამ შემაჯამებელ ოქმშია ასახული. შესაბამისად, ეს 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა, რომელიც 9 საარჩევნო სუბიექტზე არის გადანაწილებული. ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია. ხალხი აძლევს საარჩევნო სუბიექტებს ამ ლეგიტიმაციას, რომ მათ იმუშაონ პარლამენტში და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ხალხისა დ ქვეყნის სახელით, როცა ყველ მათგანის ხმაზე ვისაუბრებთ და არა ცალკეულ, კერძო გამოხატვაზე“,-განაცხადა ჟვანიამ.