ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება

1184

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალ კვირას გამოაცხადებს. ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოების დასაწყებად ტენდერი ერთ კვირაში გამოცხადდება.

„გადაწყვეტილება მიღებულია და მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალ კვირას გამოაცხადებს ტენდერს ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, აღდგება ბოტანიკური ბაღის სარწყავი სისტემა, ტბა, მეოწყობა დასასვენებელი ადგილები, ბილიკები, ღია კაფეები, განახლდება გამწვანება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დადიანების საჯინიბოს, ადმინისტრაციულ შენობას, მოეწყობა სანერგე მეურნეობა, გაიხსნება მებაღის სახლი, მოხდება ჯვარედინი სასახლის კონსერვაცია“, -განახადა გოგიამ.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ღირეულება 10 მილიონი ლარია და სარეაბილიტაციო სამუშაოები წელიწადნახევარში დასრულდება.

წყარო: რადიოათინათი