გახარია: იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს

330

პერმიერის გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის იმ პარტიებმაც მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის ბიუჯეტის დაგეგმვაში, რომლებსაც საზოგადოებამ ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტი გაქხლათ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში. უკიდურესათ მნიშვნელოვანია ამაში მონაწილეობა მიიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა სააქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავსი ტიპის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასე მოხდება. უახლოეს პერიოდში, იმედი გვაქვს რომ ახალ წლამდე გვექნება საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსები ამ ბიუჯეტის ირგვლივ”, — განაცხადა გახარიამ.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.