ბათუმის შემდეგ, ფერადი ბუშტები თბილისში გაუშვეს. ამ ფორმით, ელენე ხოშტარიამ აჭარის მთავრობის სახლის წინ, აქციაზე დაკავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
თბილისის პარლამენტის წინ, სამოქალაქო აქტივისტები ბუშტებით წარწერით – “თორნიკე მონა რიჟვაძე” – მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ბუშტების აქციას დღეს დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის წინ მიტანილი ბუშტები დაუხეთქა და დააკავა.