მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილს დენი უკვე რუსეთიდან მიეწოდება

354

ოკუპირებული აფხაზეთის ნახევარი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რაც ელექტროგადამცემ ხაზ – „ოჩამჩირეზე“ მომხდარ ავარიას უკავშირდება. ამის შესახებ „სპუტნიკს“ „ჩერნომორენერგოში“ განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტრომომარაგება ამ დროისთვის აღდგენილია. რეგიონი დენს რუსეთიდან იღებს, რაც ავარიის სრულ აღმოფხვრამდე გაგრძელდება.

სააგენტოს ცნობით, ავარიის ადგილზე იმყოფება „ჩერნომორენერგოს“ ყველა ავარიული სამსახური. მუშაობას აფერხებს ადგილის რელიეფი.