გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

322

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭილურტი, პეტრიანი, ბუჩუნტლიანი, ბურღულები, ბაზალეთის ტბა, ციგრიაანი, ქედელობა და მიმდებარე სოფლებში.

მათივე ცნობით, 13:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, წეროვანი, მისაქციელი, სელექცია, წილკანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში;

ელექტროენერგია 15:45-დან 18:30 საათამდე არ ექნებათ აბონენტებს სოფელ გლდანში და წიწამურში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.