“ქართული ოცნების” წევრის, გიორგი კახიანის თქმით, ელჩებთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შეიძლება უახლოეს დღეებში გაიმართოს.
“შესაძლებელია, ამ კვირის ბოლომდეც”, — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
ელჩების შუამავლობით “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის ორი შეხვედრა გაიმართა. ამის შემდეგ ელჩები ოპოზიციის ლიდერებს ინდივიდუალურად ხვდებოდნენ. გაიმართა თუ არა მსგავსი შეხვედრა მმართველ გუნდთან, უცნობია.