აჭარის მთავრობის სხდომის პარალელურად, ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

399

„რიჟვაძე გამოდი“, „თავმჯდომარე ხალხს ემალება“, – ამ მოწოდებებით აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. პარალელურად, აჭარის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მართავს.

ოპოზიციის წევრები თორნიკე რიჟვაძეს გარეთ გამოსვლისკენ და მოსახლეობასთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ.

დემონსტრანტებმა მთავრობის სახლთან დღესაც, გუშინდელის მსგავსად, მიიტანეს ჰელიუმის ბუშტები წარწერით: “თორნიკე, გამოდი ხალხთან”, “თორნიკე მონა”.

ასევე, სკანდირებენ: “მონებო”.

ბუშტების გაშვების დროს დააკავეს 1 ადამიანი.

ბათუმში არჩევნების შედეგებს ბათუმში 23-ე დღეა, აპროტესტებენ.

დემონსტრანტებისვე თქმით, აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.

აქციის მონაწილეები პროტესტს საყვირებით გამოხატავენ.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოვიდეს თორნიკე რიჟვაძე და რეგიონის პრობლემებს გაეცნოს. იგი მოსახლეობას გაურბის და არ ხვდება, არ ეცნობა ადამიანების ყოფას. ჩვენ არ შევწყვეტთ პროტესტს”, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.