ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 8 მლნ ლარზე მეტია. პროექტს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს.
სოფელ ძველი ხიბულის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით. ძველ ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი აღადგინა, იქვე გვერდით კი სამონასტრო კომპლექსს და პარკს აშენებს.
ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებს საბავშვო ბაღის მშენებლობასაც დაჰპირდა, სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა „ქართუმ“ ზაფხულში დაასრულა და საჩუქრად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადასცა. სოფელში უკვე დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოებიც.