ხობის მუნიციპალიტეტში, საგაბისონიოს უბანში, ასფალტის საფარი იგება

329

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საუბნო გზის რეაბილიტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.

მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და 2023 წელს დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.

პარალელურად გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში, ხეთის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

ხობის მერიაში აცხადებენ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.