ზუგდიდი საახალწლოდ შარშანდელი დეკორაციებით მოირთვება და გასული წლის ნაძვის ხე დაიდგმება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ზუგდიდის მერიის განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ დეკორაციები განახლებას არ საჭიროებს. შესაბამისად, ახლის შესაძენად წელს ტენდერი არ გამოცხადებულა. თუკი მცირედი განახლება დასჭირდებათ, ამის შესახებაც გახდება ცნობილი.
“გამოვიყენებთ არსებულს, რომელიც საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ზუგდიდის მორთვა უკვე ნელ-მელა დაიწყო”, – აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
2019 წელს ზუგდიდის საახალწლო დეკორაციებისთვის 100 ათას ლარამდე გამოიყო.