მარნეულში ახალი წლის განათებებზე ფული არ დაიხარჯება

514

რამდენიმე დღეა, რაც მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე საახალწო განათების დამონტაჟება დაიწყო. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, ქალაქი გასული წლის რესურსით მოირთვება და ახალ აღჭურვილობას არ შეიძენენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ადგილობრივ თვითმმართველობას 2020 წლის შემობრძანება 300 000 ლარამდე დაუჯდა. გასულ წელს მათ საახალწლო მორთულობების შეძენა/მოწყობისა და თანმდევი მომსახურების (მონტაჟის) შესყიდვისათვის 247 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადეს, ხოლო საახალწლო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 49 150 ლარი.