დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმი მუშაობას წყვეტს

1401

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ფიროსმანის სახლ- მუზეუმი მუშაობას შეაჩერებს. არსებული ინფორმაციით, დაწესებულების ერთ–ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მუზეუმის დირექტორის, დალი აბაშიძის განცხადებით, უცნობია თუ როდის განაახლებს დაწესებულება მუშაობას.

“მუზეუმის დაკეტვის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. მას და მისი ოჯახის წევრებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ მუშაობა. ეპიდემილოგები გვეტყვიან, თუ როდის შევძლებთ აღვადგინოთ საქმიანობა”,– განაცხადა დალი აბაშიძემ.