ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებას დაცვის მომსახურების შესყიდვა სურს, რისთვისაც 10 200 ლარი განსაზღვრა. თანხმობის მისაღებად მუზეუმების გაერთიანებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ინფორაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შესყიდვის ობიექტია ხაშურში 4 შენობის დაცვა:
- დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი – სოფ. ქვიშხეთი;
- ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – კოსტავას ქუჩა N2;
- ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი – ბორჯომის ქუჩა;
- ფონდსაცავი – ლომოურის ქუჩა #26.
(ოპერატიული ჯგუფის მიერ უმცირეს დროში სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით).
“სამუზეუმო გაერთიანების ოთხივე შენობაში დაცულია 100000-ზე მეტი ექსპონატი, სხვადასხვა სახის ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია. ინახება ძვირადღირებული მოწყობილობები და ინვენტარი, რაც წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას. დაცვის ობიექტი წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას და საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ქონებისა და მატერიალური ფასეულობების დანაშაულებრივი (ქურდობა, ყაჩაღობა, განზრახ განადგურება) და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რისკები, შესაბამისად დაცვა უნდა განხორციელდეს ოპერატიული ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და და სხვა სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი პირების მიერ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც მუზეუმების გაერთიანებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.
აღნიშნულ შესყიდვაზე თხოვნას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 9 დეკემბრის ჩათვლით განიხილავს.