საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს.
როგორც ისინი აცხადებენ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კარავში მუდმივად დარჩებიან. გარდა ამისა, აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან გააკეთეს წარწერა „ვერ შეხვალთ“.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები,რომელიც მათივე თქმით, არალეგიტუმურია, ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
გარდა ამისა, აქტივისტები კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.
„საარჩევნო საკითხების გარდა ვაპროტესტებთ კოვიდპანდემიის გამო შემოღებულ რეგულაციებს. არ ვამბობთ, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ვამბობთ იმას, რომ რეგულაციები, რომლებიც მთავრობამ დააწესა, დისკრიმინაციულია“, – განაცხადა აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.