ხარაგაულის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა

425

ხარაგაულის ახლადარჩეული მერი, კობა ლურსმანაშვილი, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

ახლადარჩეული მერი პირველივე სამუშაო დღეს აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრაში.

კობა ლურსმანაშვილმა საჯარო მოხელეებთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ სამომავლოდ საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. მისივე თქმით, კანონის ფარგლებში, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ის საკითხი, რაც ხარაგაულის ინტერესებისა და განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელია.

,,ყველა მოქალაქისათვის მერის კაბინეტის კარი ღია იქნება და აქტიურ სამუშაო რეჟიმში ვიმუშავებ. შევეცდები, გავამართლო იმ ადამიანთა იმედები, რომლებმაც მხარდაჭერა გამომიცხადეს და ყველა ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გავეცი, განვახორციელო.

ჩემი მიზანია, ყველა საკითხი, რაც დღეს მუნიციპალიტეტში აქტუალურია, უმოკლეს დროში გადაწყდეს და ხარაგაული ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული მუნიციპალიტეტი გახდეს .“-აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.