ჩვენ ვითვალისწინებთ საერთაშორისო საზოგდოების მოწოდებს დ ამიტომაც ვართ მზად დიალოგისთვის, ამის შესახებ სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ოპოზიცია პარლამნეტში უპირობოდ არ შევა.
„ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, მათ შორის ჩვენმა დიდმა მეგობრებმა, პარტნიორებმა, მხარდამჭერებმა რომ უპირობოდ პარლამენტში შედით და მერე ილაპარაკეთ რამეზე, ამაზე ოპოზიცია არ წავა იმიტომ, რომ ხელისუფლების არანაირი ნდობა არ გვაქვს“, – აცხადებს ჩიხლაძე.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და მომავალი არჩევნებისთვის უკეთესი საფუძველი შექმნან.