ქართული ხელისუფლება დამალულია და არაფერს საუბრობს. ეს კრიზისი გამოწვეულია ულაპარაკობით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო, – ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ვროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„მათ ისე მიიყვანეს მეორე ტურამდე ვითარება, რომ პასუხი არ თქვეს მოლაპარაკების მაგიდს ფარგლებში. ჩვენ ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან ველოდებით მათ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და მომავალი არჩევნებისთვის უკეთესი საფუძველი შექმნან.