ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ნინო ლაცაბიძემ ხმების 89.79% მიიღო

500

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რუსთავისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები) N12 საარჩევნო ოლქში ხმათა 89.79% (35 297 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ მიიღო.

რაც შეეხება მის კონკურენტს “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან”, დავით კირკიტაძეს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 10.21% დააგროვა (4012 ხმა).

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.