ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ისანში კახა კახიშვილმა ხმების 92.15% მიიღო

665

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თბილისში, ისნის N4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმათა 92.15% (22 055) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა მიიღო.

რაც შეეხება მის კონკურენტს “„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიადან”, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 7.85% დააგროვა (1 879 ხმა).

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა