წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 92% მიიღო

613

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა გაიმარჯვა.

მან 29 911 ხმა (92.02%) მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ შუშანიამ 2 595 ხმა (7.98%).

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისში 130-ვე უბანი დათვლილია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 08:00 საათისთვის დათვლილი უბნების თანახმად, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები ლიდერობენ.

17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. 21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო.