ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქუთაისის N23 საარჩევნო ოლქში ხმათა 91.92% (29 866 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ მიიღო.
რაც შეეხება მის კონკურენტს “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან”, გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 8.08% დააგროვა (2626 ხმა).
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.