ქუთაისის საოლქო კომისიაში ხუთი საჩივარია შესული, ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევაზეა.ქუთაისში მოქმედი 130 საარჩევნო უბანი ზუსტად რვა საათზე დაიხურა. #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 33823-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 21,85%-ია. პირველი ტურში მონაწილეობა 50, 85%-მა მიიღო.
მეორე ტურით, ქუთაისში როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, ასევე მერის არჩევა მოხდა.