შალვა პაპუაშვილი: ისანში გარკვეული პროვოკაცია იგეგმება, რა ეჭვებიც ადამიანების არაბუნებრივი გადაადგილების გამო გაჩნდა

453

ისნის ერთ-ერთი უბნიდან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ იგეგმება გარკვეული პროვოკაცია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პროპორციული სიის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ეჭვები პროვოკაციაზე ადამიანების საეჭვო გადაადგილების გამო გაჩნდა.

“იქ ატყობენ, რომ ცოტა არაბუნებრივი მოძრაობები ხდება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ განსაკუთრებით ფხიზლად, რაც ისანს შეეხება. კონკრეტიკა თავადაც არ აქვთ, რაღაც საეჭვო ფიქსირდება, ადამიანების საეჭვო გადაადგილებები. ვნახოთ, იმედია არაფერი იქნება, თუმცა, ეჭვი აქვთ, რომ შეიძლება გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი,“ – განაცხადა მან.

პაპუაშვილი არ აკონკრეტებს ისნის რომელ უბანზეა საუბარი.