გიგი წერეთელი: ყველანაირი პროტესტი და აქცია კონსტიტუციისა და თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში იქნება

352

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი განმარტავს, რომ ოპოზიციის ძირითად მოთხოვნად რჩება ახალი არჩევნების ჩატარება, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მან 21 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ყველანაირი პროტესტი კონსტიტუციისა და თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში იქნება.

„სტრატეგია არის ძირითადი და ერთი, რაც ეხება სწორედ ახალი არჩევნების მოთხოვნას, საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტპატიმრების საკითხს, ტაქტიკურად, რომელი აქცია რა ფორმით დაიგეგმება, ეს ბუნებრვია, საერთო შეთანხმების საგანია. ყველანაირი პროტესტი და აქცია კონსტიტუციისა და თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში იქნება“, – განაცხადა წერეთელმა.