კასპში ბაზრის მოვაჭრეები და გარემოვაჭრეები კვლავ ერთმანეთს უპირისპირდებიან. ქალაქის მთავარ სუპერმარკეტში მომხმარებელი არ შედის, რადგან კასპელები პროდუქტებს ძირითად გარეთ ყიდულობენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება, რომელის აღსრულებასაც პოლიცია არ ახდენს. იმის მიუხედავად, რომ კასპში გარევაჭრობა აკრძალულია, პრობლემა ისევ გადასაჭრელია და ამას ბაზრის სივრცეში დასაქმებულები აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ბაზარში შესვლამდე მომხმარებელი იმ გზას გადის, სადაც გარევაჭრობაა, თვითონ კი პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახდენენ, დადგენილ გადასახადებს კი მაინც იხდიან.
პოლიციის თანამშრომლები “Qartli.ge-სთან” პირად საუბარში აცხადებენ, რომ რეაგირებას ახდენენ, თუმცა ფოტოზე ჩანს, რომ გარევაჭრობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე გადასახადის გადახდა უწევთ, რითაც მათ შემოსავლებს აკლდებათ. გარეთ კი, შედარებით იაფს იხდიან. თუმცა, ვის უხდიან გადასახადს, ეს მათთვის ცნობილი არაა.