“ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, იმედი აქვს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამნეტის ევრაზიისა და ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილიპ რიკერისი ოპოზიციამ დაარწმუნა არჩევნების გაყალებისა თუ ქვეყანაში არსებული სხვა პრობლემების შესახებ.
“იმედი მაქვს, რომ დავარწმუნეთ, მისი სახელით ვერ გეტყვით. იმ ნაწილში, რომ არჩევნებზე ძალიან მძიმე დარღვევები იყო დარწმუნება არც დაგვჭირვებია. სხვა პრობლემებთანაც მათ შორის სასამართლოზე. მე მის მაგივრად ვერ გავაკეთებ კომენატრს. მნიშვნელოვანი არის ის რომ პროცესი გაგრძელდება, ჩვენი ამოცანაა ამ კრიზისიდან მოიძებნოს მშვიდობიანი გამოსავალი, ოღონდ მშვიდობიანი ამოცანა ვერ იქნება გაყალბების ლეგიტიმაციის ხარჯზე. ამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური არჩევნები”, — განაცახდა ბაქრაძემ.
დღეს ოპოზიციის ლიდერები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამნეტის ევრაზიისა და ევროპის განყოფილების ხელმძღვანელს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ. როგორც დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობოებთან შესახვედრად მისი წარმომადგენელი დატოვა.
მაიკ პომპეო თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს. NGO-ებთან საუბრის ძირითადი თემა სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო.
შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ. როგორც ისინი აცხადებედნენ, ამ გზით სურდათ პომპეოსთვის ეთქვათ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა