ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს ხვდებიან

767

ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერს ხვდებიან.

შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.