ნათელაშვილი: საქართველოს ბედსა და მომავალს ვწყვეტთ ჩვენ, პარლამენტში შესვლა არ იქნება

493

წინა სტატია

ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა არ იქნება. იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქნება ახალი დემოკრატიული პარლამენტი, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ნათელაშვილის თქმით, საქართველოს ბედს და მომავალს მოქალაქეები წყვეტენ.

„ერთი რამ დავიმახსოვროთ, მეგობრებო – საქართველოს ბედს და მომავალს ვწყვეტთ ჩვენ. სტრატეგიული მოკავშირეები გვეხმარებიან მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში. ისინი ვერ ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში და არც არავის გვსურს ეს. არც იმათ, არც ჩვენ. ამიტომ, მე მადლობას ვუცხადებ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომელიც დარჩა თბილისში, რომ ოპოზიციისგან მოესმინა უშუალოდ ინფორმაცია, თუმცა მაიკ პომპეოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას სრული ინფორმაცია აქვთ, რა ხდება საქართველოში, როგორ გააყალბა რუსმა ოლიგარქმა არჩევნები, როგორ ცდილობს, მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, გაამრუდოს ჩვენი ქვეყნის ბედი, რასაც არ დავუშვებთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ოპოზიციურ სპექტრს არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების საპარლამენტო ტრიბუნებისკენ გადაყვანისკენ მოუწოდებს.