უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის წინაპირობა იყო გონივრული კომპრომისები, რასაც, ჯერჯერობით, „ქართული ოცნების” მხრიდან ვერ ვხედავთ. არათუ გონივრულ კომპრომისებს, საერთოდ ვერ ვხედავთ კომპრომისს და მათ შორის მზაობას კომპრომისისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრისას ოპოზიცია მას არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდის.
„შეერთებული შტატების საელჩოდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ იყო შეხვედრა ჩანიშნული. განსახილველი საკითხია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც არის ქვეყანა არჩევნების შემდეგ და ვეტყვით ჩვენს პოზიციასა და არგუმენტებს. ჩვენი არგუმენტები ელჩისთვის ცნობილია და ახლა სახელმწიფო მდივნის მოადგილესაც ვეტყვით”- განაცხადა ელისაშვილმა.