“ნაცმოძრაობის” წევრი: 21 ნოემბერს, აჭარაში, საარჩევნო უბნებზე “სირცხვილის კორიდორის” მოწყობა ძალაში რჩება

370

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლევან ვარშალომიძის განცხადებაზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა და დააზუსტა, რომ მათი მხარდამჭერები დადგებიან ყველა უბანთან და გააპროტესტებენ არჩვენებს.

გიორგი კირთაძის თქმით, „სირცხვლის კოროდირში“ გავლა მოუწევთ არჩევნების გაყალბებაში ჩართულ ადამიანებს, კომისიისა და მთავრობის წევრებს.

კირთაძის განცხადებით, კონსულტაციები აქვთ სხვა პარტიებთან და 20 ნოემბერს გააჟღერებენ კონკრეტულ გეგმას.

ცნობისთვის, ბათუმში, კვირას  გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს უბნებთან “სირცხვილის კორიდორი” მოაწყონ. ვარშალომიძის ამ მოწოდებას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაეთანხმა. გარდა ამისა, ვარშალომიძის მოწოდება თვით “ნაციონალური  მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმაც გააკრიტიკა. 

ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის  განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია. კალაძის თქმითვე, თუ 21 ნოემბერს ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.