“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში აგიტატორებს აორმაგებს.
“მიუხედავად მათი განცხადებებისა, ოპოზიცია მაინც მუშაობს თავისი აგიტატორების მეშვეობით ველზე, როგორც ამას პარტიული სუბიექტები ეძახიან. ისინი ზოგიერთ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში აორმაგებენ კიდევაც, ორგან დაფიქსირდა ასეთი ფაქტი, მათი აგიტატორების რაოდენობას, ასე რომ, მათი განცხადებები აცდენილია მათი მოქმედებებიდან”, — ამბობს მდინარაძე.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ.