“თაღლითი ანზორ მელიას ბიჭი” – გორის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა მელიას ოფისის დაწვას ეხმაურება

495

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე სოციალურ ქსელში, გლდანის დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა.

რაზმაძე, მელიაზე ანგარიშსწორების ფაქტს გამორიცხავს და ამ აზრს ულოგიკოს უწოდებს.

“თაღლითი ანზორ მელიას ბიჭი მასზე უკეთესი როგორ იქნება. არანაირი ლოგიკა არ არსებობს ამის პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის, მეორე ტურში არ მონაწილეობს და რა მიზანი უნდა ჰქონდეს მოწინააღმდეგეს? მოლოტოვის კოკტეილები მელიას რაზმმა უკვე გამოიყენა ცესკოს – თან, ესეც გასათვალისწინებელია. ანალოგები 2002წლიდან დღემდე ბევრია ნაც. მოძრაობის მიერ განხორციელებული“, – წერს დავით რაზმაძე.

ინფორმაციისთვის, დღეს გლდანში გაურკვეველმა პირებმა, გაერთიანებული ოპოზისციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისის დაწვა სცადეს.