„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

430

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადეს, ისინი დღევანდელ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

„ელჩების ფორმატში მონაწილე პარტიები დანარჩენ პარტიებს მივაწვდით ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რა წინადადებები დაიდო და რა შეიძლება გამოვიდეს აქედან. ამ შეხვედრის მნიშვნელობა არის ის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ოპოზიციური პარტიების ერთიანობა და მესამე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ჩვენი მომავალი გეგმები და ის, თუ რას გავაკეთებთ პარლამენტის პირველ სხდომაზე“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.